მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს გამოეხმაურა

შემიძლია აბსოლუტურად ნათლად განვაცხადო- ეს ვიდეოები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და არის ძალიან სამწუხარო- ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს.

ეს ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას.მათი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში- ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც საბაზისო, ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ღირსების დაცვას- განაცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღის გახსნის დროს.

კარლ ჰარცელი, ორი დღეა კახეთში იმყოფება და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ეცნობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button