მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის საკითხს დღეს ვერსალის სასახლეში განიხილავენ

უკრაინა-რუსეთის ომსა და მის შედეგებზე სასაუბროდ ევროპელი ლიდერები ვერსალის სასახლეში დღეს შეიკრიბებიან. ევროკავშირის არაფორმალური სამიტი შარლ მიშელმა მოიწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ 2 დღიანი შეხვედრების დროს ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე ისაუბრებენ.

დოკუმენტის თანახმად, ლიდერები განიხილავენ, როგორ შეუძლია ევროკავშირს საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულება, საკუთარი მოქალაქეების, ღირებულებების, დემოკრატიისა და ევროპული მოდელის დაცვა ამ ახალ რეალობაში.

დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ ევროპის თვითუზრუნველყოფის გაზრდის გზებს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.

სამიტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარეც დაესწრებიან.

„რუსეთის აგრესიული ომი ევროპის ისტორიაში არქიტექტორულ ცვლილებას წარმოადგენს“, – ნათქვამია შეხვედრის საბოლოო დეკლარაციის პროექტში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის გაზის მოხმარებაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 40%-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button