მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი ევრო გამოყვეს

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ბრიუსელში მიმდინარე საგანგებო სამიტზე.

ამ გადაწყვეტილების მიღებით დაიძლია უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა: „შევთანხმდით. ერთობა. ყველა 27 ლიდერი დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.“

„ამით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის სტაბილური, ხანგრძლივი და პროგნოზირებადი დაფინანსება. ევროკავშირი თავის თავზე იღებს ლიდერობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ვიცით, რისი ბედი წყდება“.

შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

ორბანმა დეკემბერში დაადო ვეტო უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას.

საქმე ეხება საფინანსო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ თანხის ნაწილი, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი მომავალი ოთხი წლის განმავალობაში კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე.

“27-ვე ლიდერი შეთანხმდა” – თქვა მან და დასძინა, რომ ეს უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან, პროგნოზირებად დაფინანსებას.

შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება.

“ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, დევს სასწორზე”, – დაწერა მიშელმა.

“დღევანდელი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი თემაა, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. როგორ მივცეთ საშუალება უკრაინას, განაგრძოს თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა, რომელიც მას სჭირდება? მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, 27 ქვეყანასთან. ბოლო საბჭოს შეთანხმება 26 სახელმწიფოს შორის მოხდა. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არსებობს. 26-მა ქვეყანამ ძალიან მკაფიოდ იცის, რა იყო მაგიდაზე. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს შესაძლებლობებში, რომ კომპრომისს მივაღწევთ 27 ქვეყანასთან.

მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა იმაში, რომ დავრწმუნდეთ, ფული კარგად არის დახარჯული. მთავარია ახლა საერთო გზა ვიპოვოთ. მეორე საკითხია ფერმერების პროტესტი. ფერმერების პროტესტი ნაწილობრივ ლეგიტიმურია. ისინი ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყვნენ. ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები აქვთ,” – აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება სჭირდება და მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

„გვსურს შეთანხმებას მივაღწიოთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ფინანსური დახმარების შესახებ. ეს არის მთავარი მიზანი. სწორედ ამის განხილვას ვაპირებთ. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ 27 ქვეყნისთვის მისაღები გზა. კარგია ის, რომ ევროპაში საბრძოლო მასალის წარმოება სამჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ევროპის ქვეყნების თავდაცვის მზადყოფნა ბევრად ჩამორჩება იმას, რაც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ყველას უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ.

ასევე, აუცილებელია, განვიხილოთ დასავლეთიდან რუსეთში მიკროჩიპების შეტანის საკითხი. როგორც ირკვევა, მათი მწარმოებელი კომპანიების ნაწილი დასავლეთიდანაა. მათ შორის სამი ევროპული. ვფიქრობ, ამ საკითხს ყურადღება უნდა დავუთმოთ.

რაც შეეხება ბატონ ორბანს – მართალია, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, მაგრამ ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. უკრაინას გრძელვადიანი დახმარება სჭირდება,“ – აცხადებს კაია კალასი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ მაკროფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

უკრაინის ლიდერი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის დახმარების ფონდის შექმნისთვის, რომელიც 2024-2027 წლებში ქვეყანას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – წერს ზელენსკი.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “დაღლილობაზე” და “მხარდაჭერის შემცირებაზე” საუბარი მცდარია.

X-ზე გავრცელებულ განცხადებაში კულება მადლობას უხდის ევროკავშირსა და მისი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

“მადლიერი ვარ ევროკავშირის, რადგან მათ დაამტკიცეს გადაწყვეტილება 2024-2027 წლებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით.

ეს არის ისტორიული ნაბიჯი. ის ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი “დაღლილობაზე” ან “მხარდაჭერის შემცირებაზე” უბრალოდ მცდარია.

ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ძალა და შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად. ევროკავშირი მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს.

ეს აშკარად გვაჩვენებს, რომ პუტინის მოლოდინი, რომ უკრაინასა და მსოფლიოს გამძლეობაში აჯობებს, არის უშედეგო.

მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში”, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება X-ზე.

შეგახსენებთ, რომ EU-მ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის იყო უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანიც, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.

ცნობისთვის გადაწყვეტილება გასულ სხდომაზე, დეკემბერში, უნგრეთის უარის გამო ვერ მიიღეს. საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.

ევროკავშირს სურს, ეს ხარჯები შეიტანოს ბიუჯეტის შვიდწლიან გეგმაში, რომელიც ძალაში იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის შესაცვლელად ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

უნგრეთი კვლავ არ არის ამაზე თანახმა. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბოლო დროს ამბობდა, რომ ბიუჯეტის ცვლილებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდება, თუ ამ გადაწყვეტილებას ყოველწლიურად გადახედავენ, რაც ბუდაპეშტს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ ვეტო დაადოს მას მომავალში.

Reuters-ის თანახმად, 31 დეკემბრის საღამოსთვის ორბანთან ჯერ არავითარი შეთანხმება არ იყო მიღწეული.

თუ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, ევროკავშირის განიხილავს სხვა ვარიანტებსაც. Financial Times-ი წერდა, რომ ბრიუსელი მზად არის უნგრეთის ეკონომიკას სუსტ წერტილებზე დაარტყას და ამისთვის შეიმუშავა სტრატეგია, რასაც უნდა მოჰყვეს ინვესტორების რწმენის დაკარგვა და ვალუტის დასუსტება. ამ გეგმას აამოქმედებენ, თუ უნგრეთი უარს იტყვის გააუქმოს უკრაინის დახმარების ვეტო, წერდა გაზეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button