მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის მიზანი, გაანადგურონ რუსეთის ომის მანქანა, უცვლელია-სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია

სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს.
სიაში შესულია 121 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია, იმპორტისა/ექსპორტის მნიშვნელოვანი ახალი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი, გაანადგურონ რუსეთის ომის მანქანა, უცვლელია.

„ვინარჩუნებთ ერთიანობას გადაწყვეტილებაში, გავანადგუროთ რუსეთის ომის მანქანა. სანქციების ფარგლებში, ჩვენს სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის“, – წერს ბორელი.

ვმუშაობთ, რომ სანქციები რუსეთის ატომურ სფეროზეც გავრცელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “საბოლოო არაა”. მისი თქმით, სანქციები მომავალშიც გაგრძელდება, “რათა რუსული აგრესიის პოტენციალისგან არაფერი დარჩეს”.

„ახლა მეათე პაკეტში არის ძლიერი ახალი სასანქციო ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის, ტერორისტი სახელმწიფოს საფინანსო სექტორის, პროპაგანდისტები წინააღმდეგ, რომლებმაც ომში ჩაახრჩვეს რუსული საზოგადოება, ცდილობენ თავიანთი ტყუილი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო მუშაობს, რათა გლობალური სანქციები გავრცელდეს მათზე, ვისაც შეხება ჰქონდა რუსეთის სარაკეტო პროგრამასთან და ბირთვულ შანტაჟთან.

“უკვე არის პარტნიორების შესაბამისი ნაბიჯები – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ველით შესაბამის ნაბიჯებს ევროკავშირისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button