რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში, სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს

სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პროგრამა „ENPARD“ ფარგლებში, სოფელ საკობიანოში გაიმართა. ევროკავშირის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ბენეფიციარის, ნინო ყაყიჩაშვილის კუთვნილ ფერმაზე შეკრებილ ქალებს, სიტყვით პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჟ დუემ მიმართეს.

ბენეფიციარებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

ინიციატივის „ინფორმირება, განათლება, გაძლიერება!“ ფარგლებში, FAO და UNFPA საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე მისწვდა 294 სოფლად მცხოვრებ , სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალს.

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად აღინიშნება.  ევროკავშირის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა.

მსგავსი პოსტები

Back to top button