ქართველმა ჰოკეისტებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გაანადგურეს [Photo]

მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მოთამაშე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა სპორტსმენებმა სტამბულში მიმდინარე ტურნირზე ბოსნია-ჰერცეგოვინა 8:0 გაანადგურეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თბილისის “რუხი მგლების” მცველი რევაზ ცომაია გახდა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. უფრო შედეგიანი იყო ცომაიას თანაგუნდელი ბორის კოჩკინი, რომელმაც თავი დუბლით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია: სამხრეთ აფრიკა – საქართველო (3 აპრილი), საქართველო – ლუქსემბურგი (4 აპრილი), ჰონგ კონგი – საქართველო (6 აპრილი).

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32507″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button