მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვისთვის გამოყონ რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მხარს უჭერს რუსული გაყინული აქტივების შემოსავალი უკრაინის საჭიროებებს მოხმარდეს.
ამის შესახებ შოლცმა რიგაში განაცხადა, სადაც ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, ამ აქტივების 90% უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს.
“მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე შევთანხმდეთ, რომ ეს თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაძენად არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ – მთელ მსოფლიოში”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს რიგაში, ბალტიის სამი ქვეყნის მთავრობების წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება წელიწადში რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს. შოლცმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე დასკვნით ეტაპზეა.
თავდაპირველად, ამ ინიციატივით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა. მან მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ გაყინული რუსული აქტივების შესამოვლის 90% სპეციალურად შექმნილ ფონდში გადაერიცხათ, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას აფინანსებს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა “დიდი შვიდეულის” (G7) პარტნიორებს შესთავაზა, უკრაინას დამატებითი 50 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყონ. აშშ-ის იდეის მიხედვით, რომლის შესახებაც Bloomberg-ი წერდა, ეს ხარჯები დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რომლებზეც პროცენტები ძირითადად ევროპაში გროვდება.

სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები შეთანხმებას უკვე ივნისში მოითხოვს G7-ის ლიდერების შეხვედრაზე.

ევროპაში რუსეთის ბანკის კუთვნილი აქტივების 210 მილიარდი ევროა გაყინული. მსოფლიოში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჯამური ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, 260-დან 350 მილიარდ ევრომდეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button