ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.

COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.

“დღეს საბჭომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროკავშირის უმაღლეს პირებს სჯერათ, რომ რეფორმების გზა სწორია და წახალისებული უნდა იყოს. პრცესის დასასრულებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც სხვა წევრი ქვეყნებისთვის 90 დღის განმავლობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button