მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს.

კერძოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, უარი თქვას რუსული ნავთობის იმპორტზე ექვსი თვის განმავლობაში და ნავთობპროდუქტების იმპორტზე რვა თვის განმავლობაში. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია მილსადენის მეშვეობით ნედლი ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც მათი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით დამოკიდებული არიან რუსეთიდან მარაგებზე. ხოლო ბულგარეთი და ხორვატია, გარკვეული ვადით, კვლავ შეძლებენ ნავთობისა და ვაკუუმური გაზის ზღვით მიღებას.

ახალი შეზღუდვები ასევე გულისხმობს “სბერბანკის”, “როსსელხოზნადზორის”, მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და ბელარუსის განვითარების ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემისგან გათიშვას.

ამასთან სანქციების „შავ სიაში“ ევროკავშირმა 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა. როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის არმიის იმ დანაყოფების სამხედრო მეთაურები, რომელებიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში კლავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით „ბუჩას ყასაბი“.

სიაში ასევე შედიან მარიუპოლის ალყაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი მეტსახელით „მარიუპოლის ყასაბი“, ასევე ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონისტული ორგანოს შექმნაში.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ასევე შეეხო პოლიტიკოსებს, პროპაგანდისტებს, ბიზნესმენებს და უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრებს.

სანქცირებულ პირთა სიაში ასევე შედიან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილები ელიზაბეტ და ნიკოლაი პესკოვები და მისი მეუღლე ტატიანა ნავკა, სახელმწიფო მარეგულირებელი უწყება “როსკომნდაზორის” ხელმძღვანელი ანდრეი ლიპოვი, “რია ნოვოსტის” მოწინავე რუბრიკის – “უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” – ავტორი პიტერ აკოფოვი და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვის მეუღლე, მარინა.

„შავ სიაში“ მოხვდა ყოფილი ტანმოვარჯიშე და დუმის წევრი, ალინა კაბაევა, როგორც პუტინის ახლო თანამოაზრე, ასევე Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა სანქციების სიაში შეყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არკადი ვოლოჟი ტოვებს ყველა თანამდებობას “Yandex”-ში – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს რუსეთის მთავრობას და შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის კომპანიებს „უაზს“ და „კამაზს“.

ამგვარად, სულ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ „შავ სიაში“ სულ 1 158 ფიზიკური პირი და 98 კომპანია შედის.

სანქციების შედეგად ევროკავშირში სამი რუსული სახელმწიფო ტელეარხის, RTR-Planeta-ს, Rossiya-24-ისა და TV Center-ის მაუწყებლობა შეჩერდება. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობა ამ ტელეარხებს უკრაინაში შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გააფართოვა სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სია. მასში შედიან ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ადამიანები, ბიზნესმენები, ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე თავდაცვის სფეროში ჩართული კომპანიები. სანქციების სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა ასევე გააფართოვა იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია. მას კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა.
მოსალოდნელია, რომ ეს დღის ბოლომდე მოხდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღეს ამოქმედდა. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ასევე ევროკავშირის სანქციები ვრცელდება ასევე უკრაინის ხერსონის რეგიონის “ახალი ადმინისტრაციის” ხელმძღვანელ ვლადიმირ სალდოსა და მის მოადგილე, კირილ სტრემუსოვზე, ასევე 64-ე ცალკეული გვარდიული მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის 40-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე-ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.

საერთო ჯამში, ევროკავშირის სანქციების სიას 60-ზე მეტი ფიზიკური პირი და 18 კომპანია დაემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button