რეგიონი

ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, კახეთში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, კახეთში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.
კონკურსში კახეთიდან ათმა პროექტმა გაიმარჯვა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარჯვებულები გურჯაანის ტექნო-პარკში დააჯილდოვა.
30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულებმა, რეგიონში მეწარმეობის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას უნდა შეუწყონ ხელი.

პროექტები, თაფლის, ქართული ხორბლის, ჩურჩხელის, დიაბეტური, უშაქრო პროდუქტის, ღვინის ინოვაციური მეთოდებით წარმოებას, საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობაში დრონები დანერგვას ისახავენ მიზნად.

ინოვაციური პროექტები ევროკავშირმა 2020-2022 ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

პროექტები საქართველოს ხუთ რეგიონს მოიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button