ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან უკრაინის ისტორიულ და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს მუდმივი რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა და კომენტარი ოდესის ფერისცვალების ტაძარში ჩაწერა. ინფორმაცია ბორელის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. ბორელის ვიზიტი ოდესაში არ იყო დაგეგმილი
“ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას“, – თქვა ბორელმა
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის უკრაინასთან იქნება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება“.
ტაძარი 23 ივლისის რუსული დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა