ევროკავშირმა ამ დრომდე 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღა

ევროკავშირის იუსტიციის კომისარი დიდიერ რეინდსერსი ამბობს, რომ EU-მ ამ დროისთვის რუსულ კომპანიებს, რუს ოლიგარქებსა და უკრაინაში ომის გამო დასანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღა.
როგორც რეინდსერსი აღნიშნავს, ქონების უმეტესობა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ევროკავშირის 5 ქვეყანაში ჩამოერთვათ და მან EU-ის დანარჩენ 22 ქვეყანას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
დიდიე რეინდერსს არ დაუკონკრეტებია, რომელ ხუთ ქვეყანაზე არის საუბარი.
მისივე თქმით, ევროკავშირს ამჟამად, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, 98 ორგანიზაცია და თითქმის 1160 ფიზიკური პირი ჰყავს “შავ სიაში” შეყვანილი.
“ამ მომენტისთვის, ჩვენ გვაქვს გაყინული ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების აქტივები, რომლის საერთო ღირებულება 13.8 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი მოდის ხუთ წევრ ქვეყანაზე, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, იგივე გააკეთონ”, – ამბობს რეინდსერსი.