მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირმა გამოაქვეყნა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სია

აზერბაიჯანი, სომხეთი და კიდევ 9 ქვეყანა ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

როგორც „schengenvisainfo“ იუწყება, ჩამოთვლილი 11 ქვეყნის მოქალაქეები კოვიდშეზღუდვების გარეშე შევლენ შენგენის ქვეყნებში.

ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებულ იქნა გუშინ, 30 ივნისს.
ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სიაში შევიდნენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი, საუდის არაბეთი.

სიაში ასევე არიან ალბანეთი, ავსტრალია,ისრაელი,იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და აშშ.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button