ევროკავშირმა საქართველოს, განხორციელებული რეფორმებისთვის, 110 მილიონი ლარი ჩაურიცხა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/01/50252856_589264564832279_1292729476139974656_n.jpg)
2018 წლის დეკემბერში, საქართველომ, ევროკლავშირთან შეთანხმებით განხორციელებული რეფორმებისთვის, გრანტის სახით 36.8 მილიონი ევრო მიიღო. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კალ ჰარცელმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, 2017 წელს, სექტორების მიხედვით, კონკრეტული მიღწევები შეფასდა და გრანტით განთვალისწინებული 45 მილიონი ევროდან, საქართველოს ბიუჯეტში 36.8 მილიონი ევრო ჩაირიცხა.
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის მუშაობა შეაფასა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, მართლმსაჯულების, საჯარო სამსახურის რეფორმისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
,,ევროკავშირის თანამშრომლობა ნთავრობასთან, სექტორული რეფორმების განხორციელების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას, მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და ველი, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.