მნიშვნელოვანიმსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

ევროსაბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა.

მკაცრი ზომების მიღების მიზეზი, თურქეთის მიერ, კვიპროსის სანაპიროზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარებაა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. სანქციების თანახმად, თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ფინანსური დახმარება შეუმცირდება.

გარდა ამისა, ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანკარაში უკვე გამოეხმაურნენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბურღვით სამუშაოებს გააგრძელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, თურქეთს „კვიპოსის რესურსებზე თანაბარი უფლებები აქვს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button