მნიშვნელოვანისიახლეები

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი ქვეყნის მთავარ არჩევანს ასახავს

რამდენიმე დღიანი მოთხოვნის და პროტესტის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი დააინიცირა. დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა სესია რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ, 2 კვირის განმავლობაში არ გაიმართება, ამიტომ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ფორმალურია.

რეზოლუცია გუშინ დარეგისტრირდა, თუმცა 3 კვირის შემდეგ იქნება მიღებული. ოპოზიცია საგანგებო სხდომის მოწვევას და დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს იმისთვის, რომ პროცედურას 3 კვირა არ დასჭირდეს.

ამასთან ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი – მმართველი გუნდის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყნის მთავარ არჩევანს ასახავს. პროექტის ინიცირების პროცედურები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს. ოპოზიცია აქტიურად ჩაერთვება რეზოლუციის განხილვის პროცესში და არ გამორიცხავენ, რომ მას მხარი დაუჭირონ.

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია რეზოლუციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს, თუმცა, მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება.

“წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ იმედი ხომ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შედეგი ექნება. ჩვენ აქ ზარ-ზეიმით მივიღოთ რაღაც დოკუმენტი და ევროპაში სასაცილოდ არ ეყოთ ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასერიოზულია, თორემ განა წინააღმდეგი ვარ ამ რეზოლუციის. რეზოლუციის ეს ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცუდი არაფერი წერია, მიზნად ისახავს გუშინდელი ამბების რაღაცნაირად გადაფარვას,“-აცხადებს იაგო ხვიჩია.

ორ კვირაში შეიძლება მსოფლიოში ისე შეიცვალოს სიტუაცია, რომ რეზოლუცია იყოს მოვლენებზე უკან მიდევნებული ლამპარი, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” ეს კვირა გამოვიყენოთ რეზოლუციის მისაღებად,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ ამავე კვირაში განიხილონ დოკუმენტი კომიტეტების ფარგლებში და შემდეგ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცონ.

“ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სისწრაფე არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ. „ქართული ოცნება“ პრაგმატულად მიჰყვება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. მათ შორის, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დამადასტურებელია ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button