მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები და ბიზნესმენების აქტივები რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის აღდგენისთვის გადაიტანოს

დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, უსაფრთხოების რა გარანტიები მისცენ უკრაინას

ევროკომისია ამზადებს საკანონმდებლო ბაზას, რათა გაყინული რუსული აქტივები და ბიზნესმენების აქტივები რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის აღდგენისთვის გადაიტანოს. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქმე ეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როგორც სახელმწიფო, ისე რუსი ბიზნესმენების გაყინულ აქტივებს.

„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოყენებული იყოს უკრაინის აღსადგენად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დიპლომატმა ასევე ძალიან წარმატებული უწოდა საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის აღდგენის შესახებ, რომელიც ლუგანოში, შვეიცარიაში გაიმართა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ფოკუსირება ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე:

„რა თქმა უნდა, მართვის სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომლებიც მიიღებს დაფინანსებას და აერთიანებს ინვესტიციებს და რეფორმებს უკრაინის აღსადგენად“ , – განაცხადა ლაიენმა.
ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის შესახებ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ძალიან წარმატებული უწოდა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე კონცენტრირება.

„უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და უკრაინის აღსადგენად გააერთიანებს ინვესტიციებს რეფორმებთან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთნ დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ, უსაფრთხოების რა გარანტიები მისცენ უკრაინას, მაგრამ ეს არ იქნება ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ცნობით, შოლცი კვლავ დაჰპირდა უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, მაგრამ პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში არა ავტომატური სამხედრო დახმარების გაგებით. კანცლერის თქმით, თუ რა კონკრეტული გარანტიები შეიძლება, იყოს, განიხილება სხვა ქვეყნებთან და უკრაინასთან.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გარანტიები არ შეიძლება, იყოს ისეთი, რომ ისინი შეესაბამებოდეს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლს. მისივე თქმით, გარანტიები უფრო „კონკრეტულ სიტუაციას უნდა მოერგოს“.

შოლცი აღნიშნავს, რომ ყოველთვის შეიძლება მაღალეფექტური სანქციების გამოყენება, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button