მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისიის პრეზიდენტი, კიევში მატარებლით გაემგზავრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა.

როგორც Deutsche Welle იუწყება, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი კიევში უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლონურ ქალაქ ფშემისლიდან მატარებლით გაემგზავრა რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს.

დელეგაციის წევრთა შორის ასევე არიან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი.

დაგეგმილია, რომ კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დრე ლაიენი პირველი ევროპელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ბუჩაში მომხდარის შემდეგ ჩადის.

მსგავსი პოსტები

Back to top button