მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გმობს

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.
“გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის”, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია.
„ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ხელი შეუშალა Tbilisi Pride-ს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების გასაღებია“, – წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „ტვიტერზე“.
ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს“, – წერს ადამიანის უფლებათა კომისარი „ტვიტერზე“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოხატავს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.
„ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button