ევროპა თუ რუსეთი–,,საქართველო გზაგასაყარზეა,,-საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერები განცხადებას ავრცელებენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
პირველ მაისს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენი გმობს „თბილისის ქუჩებში ძალადობას“, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას 9 რეკომენდაციას, და ამბობს:
„საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ კურსი უნდა შეინარჩუნოს“.
„ძალიან შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
საქართველოს მოქალაქეები ავლენენ თავიანთ მტკიცე დამოკიდებულებას დემოკრატიისადმი. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს მკაფიო გზავნილი.
ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება უცხოეთის გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.
ქართველ ხალხს თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს.
აღიარა რა ეს მისწრაფებები, ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დაუსახა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
ველით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად მიიღებს ზომებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რისი შესრულების ვალდებულებაც აიღეს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ“, – აცხადებს ურზულა ფონ დერ ლაიენი.
რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება:
“დღეს 20 წელი გავიდა ესტონეთის ევროკავშირში შესვლიდან და დიდი იმედგაცრუებით ვუყურებთ საქართველოში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას, მიუხედავად მოწოდებისა, რომ არ უნდა მიიღონ ის.
ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ეს კანონი, არ არის გზა ევროკავშირისკენ” ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში.
რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და წერს, რომ უწყება შეშფოთებულია თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.
“ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლება” – წერს ნორვეგიის საგარეო
ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს უჭერს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ გადაკეტოს მომავლისკენ გზა“, – წერს ბერბოკი.