მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ევროპარლამენტარები 5 ივლისს საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობენ

ევროპარლამენტარები 5 ივლისს თბილისში მოხდარ ძალადობის ფაქტებს გმობენ. ამის შესახებ აღნიშნულია 6 ივლისს მათ მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.

„მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქი პრაიდის მსვლელობის იძულებით გაუქმდება განაპირობა, სამწუხაროდ, პრაიდის მსვლელობის წინ საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადდგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა ესაუბრათ ხმაღლა და მკაფიოდ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მზაობა.

სხვა მოქალაქეების მსგავსად, ლგბტქი+ პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებას 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიცილური განაცხადი აქვს შეტანილი. შევახსენებთ მათ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებით დადგენილი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, ქვეყანაში იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით ხსენებული თავდასხმების ჩამდენების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – ნათქვამია 6 ივლისს ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე ამ დროისათვის მხოლოდ 7 პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button