ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ წერენ- მათი თქმით ,,საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას,,
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი ამბობს, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
მინისტერიალის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.
“სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა, ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია”, – თქვა მან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჩვენ განვიხილავთ მოლდოვის და საქართველოს საკითხებსაც, როგორც ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც მალე არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
„გარდა ამისა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების თავმჯდომარე ინფორმაციის მიწოდებას უწევდა კოორდინირებას. ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ ასევე საქართველოსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბოირელის განცხადებით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს საკითხიც განიხილება.
ბორელმა უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა მინისტერიალზე საქართველოს საკითხი.
„ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ზოგიერთ წევრს თუ ენდომება ამის განხილვა, ჩვენ ასეც მოვიქცევით“, – აღნიშნა ბორელმა.