მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და ჟურნალი SPIEGEL-ი სააკაშვილის შესახებ საუბრობენ

ევროპის უდიდესი და გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი SPIEGEL-ი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღინშნული, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 8-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების გასაპროტესტებლად კი მან იმავე დღიდან შიმშილობა დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ შიმშილობის 39-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყოფილი პრეზიდენტი შიშობს, რომ ამის მიზანი მისი ლიკვიდაციაა.
სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ წერილზე, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მიიყვანეს ის ციხის საავადმყოფოში – მცველები მას სასტიკად მოეპყრნენ, კისერში დაარტყეს და თმით იატაკზე გაათრიეს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტს 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ “მისი ჯანმრთელობის გაუარესების” თავიდან აცილებით ხსნის, ოპოზიცია და ადვოკატები კი შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ იქ, სადაც მსჯარვდებულები სამედიცინო პერსონალის მოვალეობებსაც ასრულებენ, მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.
გამოცემას არ გამორჩენია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მხიედვითაც, ციხეში მიხეილ საკაშვილის შეყვანას “ხმაურიანი ამბოხი” მოჰყვა.
SPIEGEL-ი წერს, რომ საგამოძიებო მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გადატრიალების დაგეგმვაშიც ადანაშაულებს. ასევე, სტატია ნათქვამია, რომ ქვეყნის პრემიერის განცხადებამ “თვითმკვლელობის უფლებაზე” აღშფოთება გამოიწვია.

ასევე სააკაშვილის შიმშილობას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და მან მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

მსურს, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საუბრისას განაცხადა, რომლის თემა იყო: „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“.
ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„იცით, როგორც ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია სააკაშვილმა იმისთვის, რომ საქართველო იმ დროს და ბოლო დრომდე ყოფილიყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის სურვილში. არ ვიცი, რა დაარწმუნებს მმართველ პარტიას იმაში, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება. მაგრამ მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ეს იქნება ჩემი პირველი გზავნილი,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button