ევროპარლამენტარი სააკაშვილს მოუწოდებს თავი აარიდოს პროვოკაციებს
ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მიერ დაანონსებულ საქართველოში ჩამოსვლას ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ სააკაშვილს მოუწოდა, თავი აარიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში, წინასაარჩევნოდ სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.
“ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და მისი პოლიტიკური კაპიტალი წინასაარჩევნო დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ასევე, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერის გვერდზე.
კალიურანდი ერთ-ერთია იმ ევროდეპუტატებს შორის, რომელიც სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუწოდა პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ 6 სექტემბერს დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს