ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა
საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც ყველა ფრაქციასთან და საპარლამენტო ჯგუფთან ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში უნდა გამართულიყო
კრამონმა საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.
ჟან მონეს დიალოგი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის – ევროპული პარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა . მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
ეროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და როგორც ცნობილია, მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 28 ივლისს ის საფრანგეთში საქათველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.