ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მომდევნო კვირის განრიგში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამართავს “დებატებს პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე კენჭისყრა გაიმართება ბელარუსის რეზოლუციაზე.
ამასთან, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.
“ევროპარლამენტი სამშაბათს (21 იანვარს) განიხილავს საქართველოს საკითხს, თუმცა რეზოლუციის კენჭისყრა პირველად თებერვლის სესიაზე გაიმართება,” – წერს იოზვიაკი.
სადებატო განრიგში აღწერილია, რომ ევროპარლამენტი დებატებს საქართველოში პოლიტიკურ არეულობასა და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებზე გამართავს.
ასევე, დებატები გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენაზე ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობებზე.
ამასთან, დებატები შეეხება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ისრაელი-პალესტინის სახელმწიფოების გადაწყვეტის პერსპექტივებს.