მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 8 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 159 800 ჯარისკაცი დაკარგა.მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 13 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3474
ჯავშანტექნიკა – 6774
საარტილერიო სისტემა – 2503
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 493
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 259
თვითმფრინავი – 304
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2109
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5354
სპეცტექნიკა – 251
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button