მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ევროპარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე რეალობას აცდენილია”

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა”. – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი, – გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს: თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს?“ – განაცხადა მაკალისტერმა.

ამ განცხადების პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი საქართველოში არსებულ რეალობას აცდენილია.

მისი თქით, მაკალისტერი და მისი რამდენიმე კოლეგა ისეთი განცხადებებით გამოირჩევიან, რომელიც საქართველოში არსებულ სინამდვილესთან შეუსაბამოა.

“ერთ-ერთმა კოლეგამ დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და როდესაც ახსენა მან, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ფეიკ ნიუსის გამავრცელებლები. ეს არის ადეკვატური შეფასება. რა თქმა უნდა, როდესაც გიორგი რურუას მოიხსენიებს მაკალისტერი პოლიტპატიმრად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს”. — განაცხადა “რუსთავი 2”-ის ეთერში კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button