
ლოს-ანჯელესში ამერიკელი მსახიობი დიკ მილერი გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო.
დიკ მილერის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კარიერის განმავლობაში მან 150-ზე მეტ ფილმსა და ტელესერიალებში მიიღო მონაწილეობა.
მილერს პოპულარობა A Bucket of Blood-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა.