ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო. სტრასბგურგში გამართულ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისგან გატაცების ფაქტის დროულ გამოძიებას, აზერბაიჯანისგან კი მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს. ევროპარლამენტი მუხტარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.

რეზოლუციის ტექსტში შესულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან მუხტარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში დაკავებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. პრეზიდენტი მაშინ აცხადებდა, რომ ამ ფაქტით სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინაშე დიდი გამოწვევა დადგა.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, რომ ქვეყნის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხოების გარანტია, რათა არ მოხდეს აზერბაიჯანში მათი იძულებით დაბრუნება. რეზოლოციაში ასევე წერია, რომ აზერბაიჯანელებს საქართველოში ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტების ვადის გაგრძელებაზე ხშირად ეუბნებიან უარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button