ევროპაში ჰიტლერის “Mein Kampf”-ს ხელახლა გამოსცემენ

ნაცისტების ლიდერის – ადოლფ ჰიტლერის წიგნს “Mein Kampf” (ჩემი ბრძოლა) ევროპაში ხელახალი გამოცემისთვის ამზადებენ.
2015 წელს, ჰიტლერის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ, “Mein Kampf”-ის გამოცემაზე საავტორო უფლებებს, რომელიც ბავარიის მთავრობას ეკუთვნის, ვადა გაუვიდა. ამის შემდეგ, ნებისმიერ გამომცემელს წიგნის ხელახალი გამოცემის უფლება ეძლევა.

საფრანგეთში წიგნის გამოცემას გამომცემლობა Fayard-ი გეგმავს, – წერს გაზეთი Le Monde.

” ამ წიგნს, XX საუკუნის ისტორიაში, ცენტრალური ადგილი უკავია. ახალი წიგნი ფრანგი და უცხოელი ისტორიკოსების კრიტიკული ანალიზის თანხლებით გამოიცემა”, – იუწტება გაზეთი.

საფრანგეთში ჰიტლერის მანიფესტი, უკანასკნელად 1934 წელს გამოქვეყნდა.

წიგნის გერმანულენოვანი ტირაჟი მიუნჰენის თანამედროვე ისტორიის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გამოიცემა. როგორც ბრიტანული გაზეთი The Guardian აღნიშნავს, პროექტი ნახევარი მილიონი ევრო დაჯდება.

1923 წელს, ჰიტლერმა “Mein Kampf”-ი ციხეში დაწერა, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის იჯდა. წიგნის პირველი ტომი 1925 წელს გამოქვეყნდა, მეორე კი ერთი წლის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button