მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპელი დეპუტატები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დაიწყო.

დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები

შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მიმართავენ.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ.

ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა გზა უკვე გადაკეტეს და მართავენ აქციას, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”.

“მინდა, ვნახო, რა ხდება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გამოხატვა, მოქალაქეობის გამოხატულება”, – უთხრა მედიას საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარემ, ფრედერიკ პეტიმ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.

„ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა მიხაელ როთმა. პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ევროკავშირს წევრი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ.

ცნობისთვის “ჩვენ ვართ ევროპა” – აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button