სპორტი

ისლანდიელი ფეხბურთელი მოედანზე უგონოდ დაეცა. მატჩი აღარ გაგრძელებულა

ნორვეგიის მეორე დივიზიონის მიმდინარე სეზონის მორიგ მატჩში, სადაც „სოგნდალი“, „სტიორდალს“ ხვდებოდა, – 27 წლის ემილ პალსონი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ფეხბურთელი მოედანზე ისე დაეცა, რომ არავის არ შეხებია. ის 11 წუთის განმავლობაში უგონოდ იყო და ექიმები მის მოსულიერებას ცდილობდნენ.

ისლანდიელი ფეხბურთელი იმან იხსნა, რომ სამედიცინო დახმარება უსწრაფესად აღმოუჩინეს.

გონზე მოსვლის შემდეგ პალსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლუბის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პროფესიონალი ექიმები მას უფრო საფუძვლიან კვლევას ჩაუტარებენ.

ალბთ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ თამაში აღარ გაგრძელებულა.

ცნობისთვის, მისი ჩატარების დროს ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია მოგვიანებით გამოაცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button