პეკინში ადამიანისმაგვარი რობოტები წარადგინეს [Video]

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტმა პეკინში ჩატარებულ მსოფლიო რობოტოტექნიკის კონფერენციაზე უახლესი ტექნოლოგიები წარადგინა.
გამოცემის Xinhua ინფორმაციით, რობოტმა-გოგონამ, რომელსაც ცია ცია ჰქვია, ექსპოზიციის ყველა ხელოვნური მონაწილე დაჩრდილა.ცია ციას ადამიანების ხმების ამოცნობა და მათი სახეების დამახსოვრება შეუძლია. იგი მათ სქესს ანსხვავებს, ყურადღებას ასაკზე ამახვილებს, მოსაუბრის ემოციებსა და მიმიკაზე რეაგირებს.
გამოფენაზე რობოტ-გოგონას კონკურენცია მხოლოდ რობოტმა-ბერმა გაუწია, რომელიც კალიგრაფიის ხელოვნებას უბადლოდ ფლობს. მისმა ეფექტურმა გარეგნობამ და ჩინური იეროგლიფების უზადო გამოყვანამ მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.