მნიშვნელოვანისპორტი

ევროპის ჩემპიონატს კარატეში თბილისი მასპინძლობს

დღეს აიღო სტარტი საერთაშორისო ტურნირმა კარატეში, რომელიც 2 დღე გაგრძელდება.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში საასპარეზოდ 16 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ჩამოვიდა.

ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის 5 წონიოთ კატეგორიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე სრული და საუკეთესო შემადგენლობით არის წარმოდგენილი. მათ შორის გუნდის გამოკვეთილი ლიდერები: მიხეილ წიკლაური და ანდრეი ზინჩენკო.

ნაკრების მწვრთნელი ლაშა ხაჭაპურიძე გუნდის მომზადებით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ მისი გაზრდილები ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგებს დადებენ.

“რამდენიმე კარგი სპორტსმენი ყველა ნაკრებს ჰყავს, მაგრამ საერთო ჯამში ფავორიტებად აზერბაიჯანის, ლიეტუვის, პოლონეთის და ბულგარეთის ნაკრებებს მივიჩნევ, თუმცა ჩვენც ყველა ქვეყნისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ მოვიაზრებით” – ამბობს ხაჭაპურიძე.

თბილისი ევროპის ჩემპიონატს კარატეში უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად მსგავსი დონის შეჯიბრება საქართველოს დედაქალაქში 2016 წელს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button