მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას ისევ უარით პასუხობს

ოპოზიციის დიდი ნაწილის მთავარ მოთხოვნას, ვადამდელ არჩევნებს, ამ დრომდე არ განიხილავენ “ქართულ ოცნებაში”. პარტიაში ამბობენ, რომ ეს წითელი ხაზია და ის არ გადაიკვეთება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა მალე გაიზრდება.

“იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც, ზოგადად, არჩევნებს უკავშირდება, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება უკვე თვითონ დავიწყეთ. ამასთანავე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს და სხვა მრავალი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, არის პარლამენტში სამსჯელო. რაც უფრო მალე გადაწყვეტენ პოლიტიკური ძალები, რომ მოვიდნენ პარლამენტში, მათთვის იქნება უკეთესი,” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როდის გაიმართება ან შედგება თუ არა საერთოდ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ამ დრომდე გაურკვეველია.

შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩებმა ინდივიდუალურ შეხვედრებიც არაერთხელ გამართეს.

მოისმინეთ “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button