ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ კენჭისყრაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე , საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე გუნდების ვინაობა გაირკვა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იტალიის, გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნულ ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის. ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში ბელგრადი 10-23 იანვარს უმასპინძლებს.
A ჯგუფი
მონტენეგრო
ესპანეთი
ჰოლანდია
სლოვაკეთი
B ჯგუფი
სერბეთი
ხორვატია
საფრანგეთი
მალტა
C ჯგუფი
იტალია
რუმინეთი
გერმანია
საქართველო
D ჯგუფი
უნგრეთი
საბერძნეთი
რუსეთი
თურქეთი