მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ევროპის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან
ევროპის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. დაღუპულთა რაოდენობა 180-მდე გაიზარდა. გერმანიაში კი წყალდიდობას 156 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
ყველაზე მეტად გერმანიაში რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწები დაზარალდა. დაკარგულია ასობით ადამიანი.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონს ესტუმრა და ფინანსურ დახმარებას დაპირდა.