ევროპის კიდევ 7 ქალაქში ქუთაისიდან ფრენები განხორციელდება

სიახლე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – სხვადასხვა მიმართულებით 7 ახალი რეისი შესრულდება.

ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა, სოფია – 2016 წლის სექტემბრიდან ამ ქალაქებში წამსვლელებს ქუთაისის აეროპორტითაც შეეძლებათ სარგებლობა.

ქუთაისი-ბერლინის და ქუთაისი მიუნხენის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button