ევროპის ფინანსური დედაქალაქი შესაძლოა, პარიზი გახდეს

ლონდონის ნაცვლად ევროპის ფინანსური ცენტრი შესაძლოა, პარიზი გახდეს. ამ ინიციატივით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა.

როგორც მანუელ ვალსი ამბობს, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა აპირებს დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეუქმნას.

პარიზში გამართულ კონფერენციაზე პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა კორპორაციებისთვის გადასახადების 33 პროცენტიდან 28 პროცენტამდე შემცირებას გეგმავს. ასევე დაგეგმილია ისეთი კანონდებლობის შემუშავება, რომელიც უცხოურ კომპანიებს საფრანგეთში დამკვიდრების ინტერესს გაუჩენს. ვალსის თქმით, მომავალში პარიზი უნდა გახდეს მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ თუ დიდი ბრიტანეთი”ბრექსითი” შემდეგ ევროპელების თავისუფალ გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, მაშინ ლონდონს ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს. ლონდონის ადგილზე პრეტენზიას ასევე აცხადებენ ლუქსემბუგი, დუბლინი და ფანკფურტიც. მსოფლიო ბანკის მონაცმებით, 2016 წელს ბიზნესის წარმოების კუთხით საფრანგეთი 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბრიტანეთი მეექვსეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button