.ევროპული საბჭოს პრეზიდენტების მონაწილეობით ბათუმში კონფერენცია იწყება
დღეს ბათუმში იწყება საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ბათუმში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ელოდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ შარლ მიშელთან და საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთვებიან.
კონფერენციას გახსნის ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
განსახილველ თემებს შორისაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
იგეგმება ასოცირებული ქვეყნების ლიდერებისა და ევროპული საბჭოს
ბათუმში იგეგმება ასევე შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის დეტალებთან ერთად 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებიც იქნება,
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მეჩვიდმეტედ ტარდება და მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. 2020 წელს კონფერენცია ვერ ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის გამო.