ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრა კიევში
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს და პარლამენტის წევრებს შეხვდება. ამის შესახებ შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მიშელის თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ისინი იმსახურებენ.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მიშელი ამბობს, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი მიწისთვის და შვილების მომავლისთვის, არამედ მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ევროპული ფასეულობებისთვისაც.
მიშელის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან განიხილავს კონკრეტულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად.
შარლ მიშელმა მატარებლიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
„მივემართები კიევისკენ, სადაც კვლავ შეხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პარლამენტის დეპუტატებს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ ბრძოლაში თავიანთი მიწისთვის, თავიანთი მომავლისთვის და თავიანთი შვილების მომავლისთვის. თუმცა, ასევე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის და პრინციპებისთვის, ასევე ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან განვიხილავთ, თუ რა დამატებითი კონკრეტული ზომების შემუშავება შეგვიძლია, რათა ისინი უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში ფართომასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. Telegram-ის არხებში უკრანული გამოცემები წერენ, რომ ბელარუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველი.
საჰაერო განგაშის შესახებ ცნობებს საკუთარ “ტელეგრამის” არხში ადასტურებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.