მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

20 აპრილს კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, როცა ის რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის.მან ბოროდიანკაში ოკუპანტების მიერ განადგურებული ტერიტორიები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

„დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე.

“ბოროდიანკაში… როგორც ბუჩა და უკრაინის მრავალი სხვა ქალაქი… ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილი ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ შეიძლება,” – წერს შარლ მიშელი twitter-ის გვერდზე.

როგორც შარლ მიშელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, ის მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

In Kyiv today. In the heart of a free and democratic Europe. @ZelenskyyUa pic.twitter.com/7DxTeoxtMc

— Charles Michel (@eucopresident) April 20, 2022
მიშელი, რომლის ევროპული საბჭოც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ევროპის მორიგი ლიდერია, რომელიც უკრაინაში მხარდაჭერის ნიშნად ჩადის. სხვა პოლიტიკოსებს შორის, ასეთი ვიზიტები განახორციელეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც კიევში, რკინიგზის სადგურზეა გადაღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button