მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი მოსწავლეებს რუსულ ენას უფასოდ ასწავლის

საგანმანათლებლო პროგრამის “გაიღრმავე ცოდნა” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა ერთ-ერთმა ა(ა)იპიმ , რუსული ენის შესასწავლად, 40 მოსწავლე უკვე მიიღო.

მსურველებმა სწავლა უკვე დაიწყეს და გაკვეთილები, კვირაში ორ დღეს, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს.
კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის, მაია ზარდიაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნით მიიღეს.

„ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება. პედაგოგს, რომელსაც ჩვენი სამსახური 200 ლარს უხდის, 40 ბავშვი ჰყავს და აგებინებს იმას რასაც სკოლაში ვერ იგებენ. ჩვენ გვაქვს ინგლისურის, გერმანულის, მათემატიკის კურსები, ასევე ინკლუზიური, ქარგვის და ხატვის კურსები. ეს ბავშვები კაპიკს არ იხდიან არაფერში. ეს არის ჩემი პროექტი’- ამბობს ზარდიაშვილი

რუსული ენის პოპულარიზაციაში, რამდენიმე წლის წინ, ლაგოდეხის მერიაც დაადანაშაულეს.

ლაგოდეხში რუსული ანბანით გაფორმებული საბავშვო ატრაქციონი დაიდგა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button