საქართველოსიახლეები

“ევროპული საქართველოს” მოთხოვნები

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მიმართავს, გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური კუთხით, რათა შექმნილი კრიზისს საქართველო შედარებით კარგად გაუმკლავდეს.

როგორც პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე თქვა, აუცილებელია, გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

გაიზარდოს ტესტირების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა.

გამოქვეყნდეს არა მხოლოდ ტესტირების რიცხვი, არამედ ის, თუ ვის ჩაუტარდა ტესტირება და რა რაოდენობით უტარდება ის სამედიცინო პერსონალს.

მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები, აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება;

აუცილებელია გადასახადების შემცირება, აუცილებელია, საგადასახადო ტვირთი შემცირდეს და ხალხს მეტი ფული დარჩეს.

მოქალაქეებს და ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს დაგროვებითი პენსიისთვის დაგროვილი თანხა, რადგან ამაზე დიდი გასაჭირი, ძნელად წარმოსადგენია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდეს.

სამართლიანად და გამჭვირვალედ იმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახამარებლად.

ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ პარასკევს გახარიამ გამოაცხადა გარკვეული შეღავათები და ნელ-ნელა, გზადაგზა ირკვევა, რომ ეს მოქალაქეა დიდ ნაწილს არ შეეხება და შესაბამისად, ეს ძალიან დიდი უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოებაში.

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა. გეგმამ ოპოზიციის და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button