მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის ელჩმა განცხადება გააკეთა

მოვუწოდებ ყველა მხარეს, ეს გადაწყვეტილება იყოს განხორციელებული-“ეს განცხადება, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.

” მივესალმები სტრასბურგის შუალედურ ღონისძიებას, რომელიც არის იმედის მომცემი პირველი ნაბიჯი. აქ გაერთიანებულია, ორი მიმართულება- ერთია მოწოდება, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა,მეორე მოწოდება კი ხელისუფლებისადმი, რომელიც სავალდებულოა, შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უსაფრთხოების დაცვას. ეს არის დაბალანსებული მიდგომა, განსაკუთრებით ისეთ მწვავე საკითხებზე , როგორიც არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”- განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო კონსულიუმს, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.

” ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს მხარდაჭერას კონსულიუმს მიმართ, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა. ასევე სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ. სახალხო დამცველს აქვს კონსტიტუციური როლი და მჯერა, რომ გააგრძელებს მუშაობას. დიპლომატები არ არიან ექიმები და არც პოლიტიკოსები, რომ გასცენ სამედიცინო რჩევა. მინდა გავიმეორო, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა მისი უფლება იყოს დაცული.ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ბატონ სააკაშვილისგან, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე. კითხვის ნიშნებს აჩენს , ასევე ციხის საკნიდან გავრცელებული რეპორტაჟიც.საქართველოსა და საერთშორისო კანონმდებლობით, ყველას აქვს უფლება განახორციელოს საკუთარი თავის დაცვა და ასევე შეარჩიოს დაცვის მეთოდები.მოვუწოდებ, საქმე განიხილონ, გამჭვირვალედ და სამართლიანად”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შეფასებები, კარლ ჰარცელმა, კახეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე, მედიასთან გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button