გურიაში ხეების გადატანა განახლდა

გურიაში გრძელდება ასწლოვანი ხეების გადატანა. სოფელ ქვემო ნატანებიდან დენდროლოგიურ პარკში წიფლის ტრანსპორტირების გამო დასახლებაში გაითიშა ელექტროენერგია და გაზი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საგზაო ნიშნები.

მიმდინარე სამუშაოების გამო შეფერხებული იყო მოძრაობა ნატანები-ურეკის მაგისტრალზე, რის გამოც სასწრაფოს დახმარების მანქანას გადაადგილება შემოვლითი გზით მოუხდა. ხის ტრანსპორტირების სამუშაოებს ამჟამად თურქული კომპანია აწარმოებს.

ასწლოვანი წიფელის გამო მოიჭრა ევკალიპტის და ფიჭვის ის ხეები, რომლებიც ხის ტრანსპორტირების ხელს უშლიდა. ხის გადატანის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button