მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“ევროპულმა საქართველომ” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

ახვლედიანის თქმით, მისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გადაწყვეტილება” “ევროპულ საქართველოს” გუნდთან ერთად მონაწილეობაა. ახვლედიანის განმარტებით, “ევროპულმა საქართველომ” ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის, რა არის სამართლიანი მმართველობა.

“ბათუმელები, რომელთაც უბრალოდ მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი, ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული, მობეზრდათ შიშში, გაურკვევლობასა და გაუცხოვებაში, კორუფციულ ჭაობში და გარიყულ საზოგადოებაში ცხოვრება, გააკეთებენ არჩევანს და ეს იქნება ევროპული, დასავლური, არარუსული გუნდი, “ევროპული საქართველო”, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანმა “ქართული ოცნება” 2016 წლის მაისში დატოვა. როგორც მან წამოსვლისას განაცხადა, პარტიამ ყველა შესაძლებლობა ამოწურა იმისთვის, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალად გადაქცეულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button