მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ამის შესახებ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს.
“ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი”, – წერს მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.
გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.