ევროსაბჭოს დელეგაცია არჩევნებს დააკვირდება

საქართველოში ამ კვირაში  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა.

დელეგაცია 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება.

საპარლამენტო დელეგაცია  28-დან 31 ოქტომბრამდე დარჩება საქართველოში და მას უხელმძღვანელებს ლიტვის წარმომადგენელი ემანუელის ზინგარისი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არჩევნების პროცესს დააკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის პარლამენტისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან ერთად.

დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button